კონფინდენციალობის პოლიტიკა
რა სახის პირად ინფორმაციას იყენებს “DAYROOM.GE” ?
დაჯავშნის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ელ-ფოსტა. ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ მისამართის, ტელეფონის ნომრის, თანმხლები სტუმრების რაოდენობისა და დამატებითი(განსაკუთრებული) მოთხოვნების მითითება.

რა მიზნებისთვის აგროვებს და იყენებს “DAYROOM.GE” თქვენს პირად მონაცემებს?
ჯავშანი: პირველ რიგში, თქვენს პირად მონაცემებს ჩვენ თქვენი ონლაინ-ჯავშნის გასაფორმებლად და ინფორმაციის გადასაცემად ვიყენებთ.

კლიენტთა მხარდაჭერის სამსახური: ოფისების მეშვეობით, ჩვენ ვახერხებთ კლიენტებისთვის 24საათიანი მხარდაჭერის გაწევას მსოფლიოს 7 ენაზე. “DAYROOM.GE”-ს მხარდაჭერის სერვისს მოწოდებული ინფორმაციით შეუძლია საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა-რაშიც სასურველი აპარტამენტის შერჩევაში დახმარება და ჯავშნებთან დაკავშირებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები იგულისხმება.

მარკეტინგული განვითარება: ჩვენ ასევე ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას მარკეტინგული განვითარებისათვის კანონების ფარგლებში.

თუ ვთვლით რომ თქვენი ინტერესების მიხედვით კონკრეტული ინფორმაცია შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის, ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე შემოთავაზებებით.

კომუნიკაციის სხვა საშუალებები: ჩვენ ასევე შეგვიძლია მოგწეროთ/დაგირეკოთ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე შემდეგ შემთხვევებში:
  • აუცილებელია თქვენი დამატებითი მოთხოვნების დამუშავება და პასუხის დაბრუნება;
  • თუ არ დაგიმთავრებიათ ონლაინ-დაჯავშნა, თქვენ შესაძლოა მოგივიდეთ შემახსენებელი სახის შეტყობინება დაუმთავრებელ ჯავშანთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს სერვისი გამოსადეგია, ვინაიდან ის გაძლევთ საშუალებას შეჩერებული ადგილიდან გააგრძელოთ მონაცემების შევსება და არ მოგიწიოთ აპარტამენტის ახლიდან მოძებნა;
  • თუ თქვენ ისარგებლეთ ჩვენი მომსახურეობით, შესაძლოა ანკეტის სახით მოგივიდეთ შეტყობინება/თხოვნა რომ დააფიქსიროთ თქვენი შთაბეჭდილებები რაც დაგიტოვათ “DAYROOM.GE”-მ;
  • ასევე შესაძლებელია გამოგეგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია თქვენს ჯავშნებთან დაკავშირებით, მაგალითად ცხელი ხაზის საკონტაქტო ნომრები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ოპერატორებთან დაკავშირებას.

როგორ იყენებს “DAYROOM.GE” სოციალურ ქსელებს?
სოციალურ ქსელებს “DAYROOM.GE” იყენებს ობიექტების განსავითარებლად და ასევე მომსახურეობის ხარისხისა და სტანდარტის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ჩვენ “DAYROOM.GE”-ს საიტზე დავნერგეთ სპეციალური ფუნქციონალები სოციალური ქსელებისთვის. როდესაც თქვენ ერთერთ ასეთ ფუნქციონალზე დააწკაპუნებთ, ინფორმაცია გადაეცემა თქვენი სოციალური ქსელის პროვაიდერს და შესაძლოა აისახოს თქვენს ვებ-გვერდზე, რის ნახვასაც სხვა მომხმარებლებიც შეძლებენ.

როგორ იყენებს “DAYROOM.GE” სტუმრების გამოხმაურებანს?
თქვენს დაჯავშნულ აპარტამენტში ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ მოწვევას, თქვენი კომენტარის დასაფიქსირებლად. ამ მოწვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ შემდეგი ინფორმაციის მითითება: ინფორმაცია ობიექტზე და მიმართულება. თუ თქვენ არ გინდათ, რომ კომენტართან ერთად აისახოს თქვენი სახელი, შეგიძლიათ ანონიმური გამოხმაურება დატოვოთ. გამოხმაურების ფორმის შევსებისას, თქვენ თანხმობას გვაძლევთ კომენტარის შემდეგ მისამართებზე განთავსების შესახებ: ობიექტის ინფორმაციის გრაფაში, სოციალურ ქსელებსა და აპლიკაციებში, იმ მიზნით რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს/სხვა მოგზაურებს შევატყობინოთ სასარგებლო ინფორმაცია და თქვენი შთაბეჭდილებები.