საცხოვრებლის შინაგანაწესი

დამტკიცებულია შპს „დეი რუმ“-ის
გენერალური დირექტორის ბრძანებით № 1
«24» მაისი 2017წ.
რეგ. №24052017-01


იჯარით აღებულ საცხოვრებელ ფართზე განთავსების წესები


განთავსების პერიოდში იჯარით აღებულ ფართზე კლიენტისათვის და მისი სტუმრებისათვის აკრძალულია:
  • ფართის გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით, ანუ საწყობის ან საცავის, საქონლის გაყიდვების ოფისის, ქოლ ცენტრის ან სხვა დანიშნულებით გამოყენება;
  • მოცემული ფართის ქვეიჯარით გაცემა;
  • კომპანიის ნებართვის გარეშე შინაური ცხოველების ყოლა, ასევე სპეციალური სატრანსპორტო საკნების გარეშე;
  • ავეჯის, დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დანადგარების გადაადგილების განხორციელება, მონტაჟი ან დემონტაჟი, შეკეთება;
  • უცხო აღჭურვილობის შეკეთება, მონტაჟი ან დემონტაჟი;
  • ფართის გამოყენება არალეგალური ბიზნესისათვის ან კრიმინალური საქმიანობისთვის;
  • სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

კლიენტის ვალდებულება:
  • კლიენტი ნომერში შესვლისთანავე ვალდებულია დარწმუნდეს ტექნიკისა და სანტექნიკის გამართულ მუშაობაში, რომელიც განთავსებულია ნომერში და ხელი მოაწეროს კომპანიასთან განთავსების ხელშეკრულებაზე;
  • წარდგენილი ფართი შეინახოს სუფთა მდგომარეობაში;
  • კლიენტი ვალდებულია ვადის დასრულების შემდგომ, ხელმოწერით ჩააბაროს გასაღები და ფართი გამართულ მდგომარეობაში უფლებამოსილ ადმინისტრატორს;
  • კომპანიის კალკულაციის თანახმად, მატერიალურად აანაზღაუროს კლიენტის ბრალეულობით ფართზე არსებული დაზიანებული ქონებისა და დანადგარის საფასური;
  • დაიცვას ქცევის წესები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • არასაშტატო მდგომარეობის წარმოქმნის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია გამოიძახოს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები, გამოიყენოს ფართის პლანშეტზე არსებული კომპანიის შეტყობინების სისტემა და ტელეფონით აცნობოს უფლებამოსილ ადმინისტრატორს.

კლიენტის პასუხისმგებლობა:
  • კლიენტი სრულად აგებს მატერიალურ პასუხისმგებლობას დაზიანებულ ქონებაზე, რომელიც განთავსებულია ფართზე და გადაცემულ გასაღებზე;
  • კლიენტი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მასთან ერთად მცხოვრები პირების ქმედებებზე;
  • კლიენტი პასუხიმგებელია სხვა ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც მან შეუკვეთა, მათ შორის კომპანიის მიერ მოცემული ინტერნეტ წვდომის მეშვეობით.

განთავსების წესი